Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური რეგისტაციის ინსტრუქცია (17-23 სექტემბერი)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე  აკადემიური რეგისტრაციის დროს, სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  სასწავლო ცხრილის საფუძველზე.
 
სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში  (uni.tsu.ge) საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

ზედა სემესტრის სტუდენტთათვის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 17 სექტემბერს  12 საათზე. 

  • 17 სექტემბერს  12 საათიდან  ზედასემესტრელები აირჩევენ  ძირითადი სპეციალობის/ Major   სასწავლო კურსებსა და სპეციალობის შესავალ კურსს  (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები, მათ შორის სპეციალობის შესავალი კურსი,  გაიხსნება  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის);
  • 17 სექტემბერს  15 საათიდან ფაკულტეტის ზედასემესტრელებისათვის ბაზაში გაიხსნება ყველა საგანი, გარდა საფაკულტეტო სავალდებულო/არჩევითი საგნებისა (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვის) ასევე შესაძლებელი იქნება სხვა ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსების არჩევა. 
  • 18 სექტემბერს  17 საათიდან  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში  გაიხსნება საფაკულტეტო სავალდებულო და სავალდებულო/არჩევითი სასწავლო კურსები   ყველა სტუდენტისათვის.


პირველსემესტრელ სტუდენტთათვის აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 18 სექტემბერს  12 საათზე. 

  • 18 სექტემბერს  12 საათიდან  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში პირველსემესტრელები შეძლებენ  I დონის  საგნების არჩევას

     

ყურადღება: პირველ რიგში აირჩიეთ სპეციალობის შესავალი კურსი  (მაგ. პოლიტიკის მეცნიერების სპეციალობის პირველსემესტრელმა  უნდა აირჩიოს -- პოლიტიკის მეცნიერების შესავალი  და ა.შ)


 
გისურვებთ წარმატებას!